ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• Microsoft Excel-ის ცოდნა;
• SQL-ის ცოდნა;
• Power BI-ის ცოდნა;
• დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
• დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
• სწრაფად სწავლისა და ახალი პროცესების ათვისების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
• მონაცემების დამუშავება, ანალიზი და სისტემატიზაცია;
• SQL ბაზებიდან საჭირო მონაცემების ამოღება, გადამოწმება;
• Power BI რეპორტებისა მომზადება, განახლება და მხარდაჭერა;
• MS Excel-ში დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
• ხელფასების დათვლის პროცესში მონაწილეობა;
• ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
• მონაცემების სიზუსტის კონტროლი, შეუსაბამობებისა და ხარვეზების გამოვლენა;
• სხვა ანალიტიკური დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.