უფროსი რეგისტრატორი - ბათუმი
31-07-2026 - 20-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

უფროსი რეგისტრატორი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება  (პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლსი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მიმართულებით)
• კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
• ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილბა
• სასურველია უცხოური ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
• რეგისტრატორების საქმიანობის კოორდინაცია, გრაფიკებისა და ნაკადების მიხედვით როტაცია, სტაჟიორთა და თანამშრომელთა გადამზადება, მათი საქმიანობის შეფასება და ვიზუალურ სტანდარტებზე ზრუნვა.
• მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება/მოგვარება.
• სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტების (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა) სწორი რეგისტრაციის მონიტორინგი, მონაცემების სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა და დღის ბოლოს დოკუმენტაციის მოწესრიგება.
• სალარო ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება), ფულადი სახსრების აღრიცხვა, მართვა, ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.

ძირითადი უნარები და კომპეტენციები:
• სიზუსტე დოკუმენტებისა და მონაცემების დამუშავებისას.
• მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
• სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
• გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. 
მისამართი: ქ. ბათუმი, ნ. გოგოლის N2

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!