რადიოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა
14-07-2026 - 31-07-2026

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”

აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე რადიოლოგიაში

საკონკურსო პირობები:

სარეზიდენტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით „სამკურნალო საქმე“ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში - „მაძიებელი“).

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

• უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი;

• ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

• რეზიუმე (CV).

კონკურსის ეტაპები:

ინგლისური ენის ტესტი(B2 დონე),

ქეისის განხილვა და ტესტირება სპეციალიზაციის მიხედვით,

კონკურსის კომისიასთან გასაუბრება.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!