ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პაციენტის გადამყვანი (რეინჯერი):
მოთხოვნები:
საშუალო ან უმაღლესი განათლება.
სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობა:
პაციენტთა ტრანსპორტირება კლინიკის ტერიტორიაზე (საკიცით ან ეტლით).
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი:
ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
ანაზღაურება: მორიგეობა ხელზე ასაღები 100 ლარი.